ხელისუფლების მიმართ ინტერნეტში ღია უპატივცეულობის შემცველი პოსტის გამოქვეყნება რუსეთში კანონით დაისჯება. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა „ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონში ცვლილებების კანონპროექტს.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, „როსკომნადზორი“ უფლებმოსილია სახელმწიფოსა და საჯარო პირების, მათ შორის პრეზიდენტის ინტერნეტსაშუალებებით უპატივცემულობისთვის მოქალაქე დააჯარიმოს ან პატიმრობა შეუფარდოს.
მთავრობის უპატივცემულობის გამომხატველი პოსტები წვრილმან ხუმრობას გაუთანაბრდება. მოქალაქეს ასეთი ტიპის ინფორმაციის პირველად გამოქვეყნებისთვის 100 000 რუბლამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 000 რუბლით დაჯარიმდება, ან 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდება.
„როსკომნადზორი“ ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში ვებგვერდების მფლობელებს ინფორმაციის წაშლის ბრძანებით მიმართავს. 24 საათში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ვებგვერდი მთალინად დაიბლოკება.
ინტერნეტში მთავრობის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი პოსტების , არასასურველი კომენტარისა თუ ხუმრობის შემზღუდავ კანონპროექტს მხარი რუსეთის დუმის 327-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ 40 დეპუტატი იყო.