Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ექვსი ადამიანი შეიწირა ნოვრუზის დღესასწაულზე მოწყობილმა აფეთქებებმა


ქაბული, 2019 წლის 21 მარტი: ნოვრუზის დღესასწაულზე აფეთქებების დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში
ქაბული, 2019 წლის 21 მარტი: ნოვრუზის დღესასწაულზე აფეთქებების დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში

ქაბულში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა შიიტების სალოცავთან ნოვრუზის დღესასწაულზე მოწყობილი რამდენიმე აფეთქების შედეგად.

თავდასხმის მსხვერპლზე ინფორმაცია გაავრცელა ავაღნეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.

"ქარტი სახის" შიიტურ სალოცავთან და სასაფლაოსთან აფეთქებების მიზეზზე სხადასხვა ცნობა ვრცელდება. ქაბულის ეს რაიონი უმეტესწილად შიიტებით არის დასახლებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, წინასწარი გამოძიება მიანიშნებს, რომ 21 მარტს სამი მოწყობილობა დისტანციური მართვით აამოქმედეს, რასაც მოჰყვა აფეთქებები, როცა ხალხი შეკრებილი იყო წინაისლამური სპარსული ახალი წლის, ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად.

მაგრამ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერში წერს, რომ საცხოვრებელი სახლებიდან სამი რაკეტა იქნა გასროლილი. ამ ცნობით, უშიშროების ძალებმა თავდამსხმელები დააკავეს და მიმართეს უსაფრთხოების ზომებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG