Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Judicial Watch: კლინტონის ახლად გამოქვეყნებულ იმეილებში ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

აშშ-ის კონსერვატიულმა ფონდმა Judicial Watch-მა, რომელსაც მაღალი რანგის მოხელეების მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს, მოიპოვა ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ახალი გასაიდუმლოებული იმეილები, რომლებიც 756 გვერდს მოიცავს. ესაა უკანასკნელი ნაწილი გასაიდუმლოებული იმეილებისა, რომლებიც ეფ-ბი-აი-მ გამოააშკარავა რამდენიმე წლის წინ. Judicial Watch-მა ისინი სასამართლოს გზით მოიპოვა.

მათში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია კლინტონისა და ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზეც.

Judicial Watch-ის თანახმად, ერთ-ერთ იმეილში, რომლის თემაა „კლინტონ-ივანიშვილის შეხვედრა“, ლაპარაკია შეხვედრაზე, Judicial Watch-ის თქმით, „პუტინისტ (pro-Putin) ქართველ მილიარდერთან“, ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც, როგორც იტყობინებიან, დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საქართველოშიო.

Judicial Watch-ის თანახმად, იმეილები შეიცავს მიმოწერას კლინტონის თანაშემწე კრეიგ სმითსა და შერილ მილს შორის, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართა. კლინტონის გუნდის წევრთა მიმოწერიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედიოდა კლინტონის შეხვედრების გეგმაში.

ხუთშაბათს გამოქვეყნებული იმეილები შეიცავს ასევე 2011 წლის კორესპონდენციას კლინტონსა და დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის, რომელიც ეხება პალესტინელების საკითხს. მათ შორისაა ასევე მიმოწერა კლინტონსა და ლენი დევისს შორის, რომელიც კლინტონს სთავაზობდა კერძო კომუნიკაციის არხს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობაში.

2017 წელს ეფ-ბი-აი-მ გამოააშკარავა კლინტონის გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც 72 ათას გვერდს მოიცავდა.

XS
SM
MD
LG