Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ დაამტკიცა ზომები შავ ზღვაში საქართველოსთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად


ვაშინგტონში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცეს ზომები, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის შეკავებისაკენ.

4 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ნატოს დაარსების 70-ე წლისთავს მიეძღვნა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაააქტიურებენ შავ ზღვაში საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას, გაახშირებენ ერთობლივ პატრულირებასა და ნავსადგურებში ვიზიტებს.

ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან რუსეთს მოუწოდა, გაათავისუფლოს ქერჩის სრუტესთან შარშან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და გემები და დაიცვას ხელშეკრულება საშუალო რადიუსში მოქმედი ბირთვული რაკეტების შესახებ.

სტოლტენბერგმა „დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედება“ უწოდა რუსეთის მიერ 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების დარღვევას.

მისი თქმით, ნატო არ აპირებს „სარკისებრად გაიმეოროს“ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. „ჩვენ ვიქნებით ზომიერი და კოორდინირებული და არ ვაპირებთ ევროპაში სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსებას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG