Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია


საქართველოში იმყოფება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის დელეგაცია დემოკრატი კონგრესმენის, დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით.

20 წევრიანი, ორპარტიული კომისია პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობს ეფექტური, დამოუკიდებელი და რეაგირებადი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების ხელშესაწყობად.

საქართველოში მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში არიან რესპუბლიკელები ვერნ ბიუქენანი, მაიკლ კონევეი და ადრიან სმიტი და დემოკრატები დინა ტიტუსი, ჯერი კონოლი, ბარბარა ლი და ტერი სიუელი.

9:15 საათზე საქართველოს პარლამენტში დაიწყება ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარე დევიდ პრაისი და თანათავმჯდომარე ვერნ ბიუქენანი.

ბრიფინგის შემდეგ ამერიკელი კონგრესმენები შეხვდებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში, კოლეგებთნ შეხვედრებზე განიხილავს საკანონმდებლო მეთოდებს, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებს. ამერიკელი კონგრესმენები გაეცნობიან იმ საკითხებსაც, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფო მართვაზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეროვნული თავდაცვის გათვალისწინებით.

კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის პალატა და საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG