Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხუთ წელიწადში აღვადგენთ


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს ტელემიმართვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა ხუთ წელიწადში დასრულდება.

მაკრონის სიტყვებით, რეკონსტრუქციის შედეგად ტაძარი „კიდევ უფრო მშვენიერი“ გახდება, ვიდრე აქამდე იყო. პრეზიდენტმა თანამემამულეებს ერთიანობისაკენ მოუწოდა.

იუწყებიან, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ გასულ არასრულ დღე-ღამეში საფრანგეთში მოგროვდა 600 მილიონ ევროზე მეტი ნოტრ-დამის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG