Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასში დაიღუპა ხუთშაბათის ავარიის დროს შახტაში მყოფი 17-ვე ადამიანი


2019 წლის 26 აპრილი: კომპანია "სხიდკარბონის" ქვანახშირის შახტა უკრაინის ქალაქ ლუგანსკთან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ
2019 წლის 26 აპრილი: კომპანია "სხიდკარბონის" ქვანახშირის შახტა უკრაინის ქალაქ ლუგანსკთან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკის ოლქში დაღუპული იპოვეს 17-ვე ადამიანი, რომელიც შახტა "სხიდკარბონში" იმყოფებოდა ხუთშაბათს მომხდარი ავარიის დროს.

17 დაღუპულის შესახებ ტვიტერში წერს აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ლეონიდ პასეჩნიკი.

ავარიის ადგილას მუშაობდნენ რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მაშველები. ცნობის თანახმად, ყველა დაღუპული ამოიყვანეს შახტიდან.

XS
SM
MD
LG