Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა


ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა - ადიდებულია თითქმის ყველა მდინარე, რამაც გამოიწვია როგორც საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების, ისე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვაც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ვარდისუბნის თემშია - დაზიანებულია ადგილობრივ მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ასეთივე მდგომარეობაა აფენის თემშიც, სადაც მდინარე აფენი ადიდდა, ნაპირებიდან გადმოვიდა და მოსახლეობა დააზარალა.

როგორც რადიო თვისუფლებას ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო და მერიის სამსახურები.

სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სასოფლო სამეურნეო კუთხით, ზარალი დიდი იქნება.

ამ დროისთვის ლაგოდეხში აღარ წვიმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG