Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე სამივე სინჯის თითო მედალი აიღეს


ძიუდოში 10-12 მაისს გამართული ბაქოს გრან სლემი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. უმძიმესი წონითი კატეგორიის - +100 კილოგრამის ფინალში გელა ზაალიშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი რუსლან შახბაზოვი იპონით დაამარცხა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე პირველი მედალი მოიპოვა. პირველივე უმაღლესი სინჯის.

19 წლის ზაალიშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. აზერბაიჯანში, ფინალის გზაზე მან სამ მეტოქეს მოუგო.

ბაქოს გრან სლემზე საქართველოს სახელით სულ ცამეტი სპორტსმენი გამოვიდა და მედალი სამმა მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თემურ ნოზაძეს ჩემპიონობამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა. ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG