Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


პოლიციამ ერთი პირი დააკავა ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების გამო.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, დაკავებული გელა კვარაცხელია ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცავების თანხლებით პოლიციის შენობაში შესვლამდე კვარაცხელიამ თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას გამო თავს გაწირავს და სანდრა რულოვსს ზუგდიდში არ შეუშვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს მისი მოწინააღმდეგეები პერიოდულად ახსენებენ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსხურდიას უწოდა ბანდფორმირების დამფუძნებელი.

ოპოზიცია ზუგდიდში დღეს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გელა კვარაცხელია „ქართული ოცნების“ წევრი, ან კოორდინატორი არ არის.

XS
SM
MD
LG