Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა, რომ აფართოებს რუსეთის მიმართ სანქციებს


სტეპან კუბივი
სტეპან კუბივი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა, რომ აფართოებს რუსეთის მიმართ სანქციებს. მთავრობაში განაცხადეს, რომ ზომები არის „სარკისებური“ იმ ზომების მიმართ, რომლებიც ადრე მიიღო რუსეთმა.

უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის, სტეპან კუბივის თქმით, შეზღუდვები შეეხება ზოგიერთ სამრეწველო საქონელს, მინერალურ სასუქებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცალკეულ სახეობებს.

სანქციების სიაში მოხვედრილი საქონლის იმპორტი აიკრძალება. ამასთან, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დააზუსტა, რომ რუსეთის სხვა საქონელს 1 აგვისტოდან დაუწესდება სპეციალური ბეგარა. ახალი გადასახადები უკვე არსებულს დაემატება.

18 აპრილს რუსეთის მთავრობამ რიგი შეზღუდვები შემოიღო უკრაინის მიმართ, მათ შორის - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე აკრძალვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG