Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომლების გაფიცვას საარჩევნოდ მართულ პროცესად მიიჩნევს


ჭიათურაში დაწყებული გაფიცვის გამო განცხადება გაავრცელა მაღაროს მფლობელმა კომანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა.“ მისი ინფორმაციით, 15 მაისს, საღამოს სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი თქვა მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა, რომლებიც საკვების ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

კომპანიის ცნობითვე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი თქვეს, მოთხოვნები შეცვალეს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებზე მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„გამომდინარე აქედან, "ჯორჯიან მანგანეზი" მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მერის შუალედური არჩევნები 19 მაისსაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG