Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს 17 მაისის აქციების მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს


"ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად”,-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციებზე პოლიცია უზრუნველყოფს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვას, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესრიგის დაცვას.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG