Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იეღოვას მოწმეთა საქმეში დანიის მოქალაქისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში რჩება


რუსეთის ორიოლის საოლქო სასამართლომ უარყო დანიის მოქალაქის, დენის კრისტენსენის დაცვის აპელაცია და მისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩება.

ის თებერვალში სცნეს დამნაშავედ ექსტრემიზმში იმის გამო, რომ იეღოვას მოწმეთა ადგილობრივ თემში აქტიურობდა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სანამ მოსამართლე დასკვნას წაიკითხავდა, კრისტენსენი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მან არ ისურვა გაერკვეულიყო ერთ-ერთი მოწმის ვინაობაში. განსასჯელი თვლის, რომ ეს იყო უშიშროების ფედერალურ სამსახურის თანამშრომელი და მას შეძლო ეცრუა, რომ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და ამასთან, უარი თქვა გამოეძიებინა მტკიცებულება.

„როგორც ვხედავ, სასამართლო არ არის დაინტერესებული ჩემს დაცვაში. როცა სასამართლომ ყველაფერი უარყო, გავიფიქრე: რისთვის ვართ აქ, ეს ყველაფერი თეატრია. ასევე ვფიქრობ, რომ დაბალია ბრალდების მუშაობის ხარისხი, პროკურორი მხოლოდ იმას ხედავს, რის დანახვაც სურს, ან რასაც ეუბნებიან, რომ უნდა დაინახოს, თქვა კრისტენსენმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და განაგრძო, რომ ყველას, ვინც რუსეთში დაფიქრდება იმაზე, რაც იეღოვას მოწმეთა გარშემო ხდება,თავის ქვეყნის გამო შერცხვება.

კრისტენსენის თქმით, ის დააპატიმრეს და განაჩენი გამოუტანეს იმის გამო, რომ ისარგებლა კონსტიტუციის 28-ე მუხლით. კრისტენსენის დაცვა 23 მაისის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დენის კრისტენსენს ბრალად წაუყენეს იმ ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება, რომელიც სასამართლოს მიერ ექსტრემისტულად არის მიჩნეული.

XS
SM
MD
LG