ტყიბულში, ფორჩხიძის ქუჩაზე მდებარე ღია კარიერში 55 წლის მუშა მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
შემთხვევა 27 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.