Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მოკლეს ქალაქის ყოფილი მერის მეუღლე


თეირანის ყოფილი მერი მოჰამად ალი ნაჯაფი და მისი მეორე ცოლი, მიტრა ოსტადი, რომელიც 28 მაისს მოკლული იპოვეს
თეირანის ყოფილი მერი მოჰამად ალი ნაჯაფი და მისი მეორე ცოლი, მიტრა ოსტადი, რომელიც 28 მაისს მოკლული იპოვეს

ირანის მედიის ცნობით, მოკლეს თეირანის ყოფილი მერის, რეფორმატორად მიჩნეული მოჰამად ალი ნაჯაფის ცოლი.

მიტრა ოსტადი მოკლული იპოვეს შინ, ჩრდილო-დასავლეთ თეირანში. საინფორმაციო სააგენტო „ირნა“ ავცრელებს პოლიციისაგან მიღებულ ცნობას, რომ მას რამდენჯერმე ესროლეს.

ცეცხლსასროლი იარაღით ასეთი თავდასხმა ძალიან იშვიათად ხდება ირანში.

ირანის მედია იუწყება, რომ მიტრა ოსტადი ნაჯაფის მეორე ცოლი იყო. პოლიგამია დაშვებულია ირანში მოქმედი ისლამური კანონებით.

ნაჯაფი შარშან გადადგა მას შემდეგ, რაც გააკრიტიკეს იმისთვის, რომ დაესწრო ცერემონიას, რომელზეც ახალგაზრდა ქალები ცეკვავდნენ. თვითონ ნაჯაფმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა გადადგომის მიზეზად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG