Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან


„გახარია წადი!“ - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციები გორში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები , მხარდამჭერებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას სხვადასხვა ფორმებით ითხოვენ. დღეს მანქანების კოლონამ ქალაქის უბნები საყვირებით შემოიარა და მოქალაქეების ყურადღება ამ გზით მიიპყრო. კოლონა სამხარეო პოლიციასთან რამდენიმე წუთით გაჩერდა და აქციის მონაწილეებმა პლაკატები და ტრანსფარანტები გაშალეს. –„გახარია წადი“, „ნუ მესვრი“, „არა რუსულ პროპაგანდას“ - ამ მოწოდებებით აქციის მონაწილეები პოლიციასთან რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, დეპარტამენტის შენობიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია 2 ივლისსაც გამართეს. ისინი ზებრა გადასასვლელებზე რამდენიმე წუთით ჩერდებოდნენ, შლიდნენ პლაკატებს და შინაგან საქმეთა მინისტრის, დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG