Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა სუბელიანს ციხიდან 4 დღეში გამოუშვებენ


პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც სასჯელს დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საპყრობილეს ოთხ დღეში დატოვებს.

8 ივლისს სრულდება მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადა.

მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG