რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი კვირას ჩავიდა თურქმენეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კასპიის ეკონომიკური ფორუმის პირველ სხდომაში, რომელიც 11 აგვისტოს იმართება აშხაბადში.
საერთაშორისო ინტერესის საგანია შეხვდება თუ არა ამ ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრი მასპინძელი ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვს, რომელიც 5 ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა საჯაროდ. ასეთმა გაუჩინარებამ საფუძველი მისცა მითქმა-მოთქმას პრეზიდენტის ავადმყოფობაზე, თუმცა თურქმენეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბერდიმუხამედოვი 15 აგვისტომდე შვებულებაში იმყოფება.
მანამდე მედვედევი და ბერდიმუხამედოვი ერთმანეთს მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შეხვდნენ ერთმანეთს აშხაბადში.