Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი ხაზარაძის გეგმებზე: პარტიის შექმნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია


პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით. ხაზარაძემ ახალი მოძრაობის სექტემბერში დაფუძნება კიდევ ერთხელ დააანონსა 12 აგვისტოს.

გია ვოლსკის შეფასებით, ამ ეტაპზე პოლიტიკოსებისგან სწორი არ არის „ამ თემაში შესვლა“ და პროგნოზების გაკეთება.

„2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ იცის. მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით, თუ არა რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები, სხვა პოლიტიკური ექსპლუატაცია ამ თემის, სხვა რაიმე სერიოზული მოსაზრება ჰქონდეთ...

პოლიტიკოსებისთვის მით უმეტეს, ამ თემაში შესვლა არა მგონია, სწორი იყოს. ექსპერტებმა, რამდენიც უნდათ, ისაუბრონ ამასთან დაკავშირებით. პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ეს ალბათ ​ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიული ქვეყნისთვის“, - აცხადებს გია ვოლსკი.

XS
SM
MD
LG