Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ზღაპრებს უწოდებს "რუსთავი 2"-ის გაყიდვასთან ხელისუფლების კავშირს


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზღაპრები უწოდა განცხადებებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გადაწყვეტილების უკან ხელისუფლება, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი დგას.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გუშინ მოვისმინე“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარი და ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები არ ეყოფა გაკოტრების პირას მყოფი „რუსთავი 2“-ის პრობლემების მოგვარებას, ამიტომ ტელეკომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG