Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. მან პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებს იმაზე, რომ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ძალადობის აქტები ახლდა თან.

ორშაბათს საღამოს სამხრეთ საფრანგეთში გაიმართა ორ ლიდერს შორის შეხვედრა. პუნიტმა პირველად გაუკეთა კომენტარი მოსკოვის საპროტესტო აქციებს და აღნიშნა, რომ „მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამართონ მშვიდობიანი, მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მყოფი საპროტესტო აქციები. ხელისუფლებამ კი ამ უფლებების რეალიზაცია უნდა უზრუნველყოს“.

მაკრონმა რუსეთის ლიდერის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „უნდა განვასხვავოთ გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხები“.

არჩევნებზე ოპოზიციის 57 კანდიდატის არდაშვების შესახებ საუბრისას პუტინმა თქვა, რომ მათ უარი ეთქვათ „საარჩევნო კანონმდებლობის აშკარა დარღვევების გამო“. პუტინის თქმით, ამ კანდიდატებმა სასამართლოს გზით უნდა გადაწყვიტონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG