Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც გიორგი გახარიას კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, სამინისტროში რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ.

„ჯერ ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემთვის არ არის უცხო უწყება. მეორეც - ერთი გუნდი ვართ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე არ ვაპირებ რაღაც დიდ ცვლილებებს. შეიძლება რაღაც უმნიშვნელო ცვლილებები იყოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას შეასრულებს პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი და გუნდი გადაწყვეტენ, ვინ დაინიშნება სამსახურის უფროსად.

8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით ნდობა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გახარიას, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და 2019-2020 წლების პროგრამას.

მთავრობაში მხოლოდ ორი საკადრო ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორიას ცვლის პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას - ვახტანგ გომელაური.

ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2015 წელსაც, როცა ამ პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG