Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: მომავალი პატრიოტებს ეკუთვნით და არა გლობალისტებს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გაწეული სამხედრო დანახარჯები, რაც მისი პრეზიდენტობის განმავლობაში თითქმის 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, მსოფლიოს უფრო მშვიდობიანს ხდის.

„თუ გსურთ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ხალხი. ბრძენი ლიდერები პირველ ადგილზე ყოველთვის თავისი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას აყენებენ. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს. მომავალი პატრიოტებს ეკუთვნით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-ის ლიდერმა სისხლიანი უწოდა. „დადგა დრო, რომ ირანის ლიდერები წავიდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG