Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანრი ოხანაშვილი: ტყუილი მგონია, რომ ივანიშვილი ვინმეს სთხოვდა კონკრეტული მოსამართლეების მხარდაჭერას


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უზენაესის მოსამართლეების რამდენიმე კანდიდატის მხარდაჭერა სთხოვა.

ოხანაშვილის თქმით, არ იცის, ვინ, ვის და როდის შეხვდა, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან ჭორაობა იქნებოდა.

„ის, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ვინმეს სთხოვდა კონკრეტული მოსამართლეების მხარდაჭერას, ეს არ გამიგია და ტყუილი მგონია მარტივი მიზეზის გამო: თუკი ადამიანს ეს ინფორმაცია გაქვს და ახლა აჟღერებ, მაშინ როცა პოლიტიკურ აქტუალობას კარგავ, მიმაჩნია, რომ არასერიოზულია“, - ამბობს ოხანაშვილი და ამატებს, რომ უმრავლესობის შეხვედრებზე - რომელთაც ის ესწრებოდა - კონკრეტულ ადამიანზე მსჯელობა არ ყოფილა.

დეპუტატი ეკა ბესელია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, მოსამართლეთა 10-კაციანი სიიდან 5-ისთვის მაინც დაეჭირა მხარი.

ბიძინა ივანიშვილთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც ადასტურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG