გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანია „ფორმულის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი. გამოკითხვების დროდ 18:00 და 19:00 არის განსაზღვრული.
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი", - აცხადებს პროკურატურა.
საქმე, სავარაუდოდ, ეხება „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს.
2 ოქრომბერს გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალურ დირექტორის ზუკა გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.