Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცქიტიშვილი: ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პასუხობს.

„რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს. ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - თქვა ცქიტიშვილმა.

„ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლოა მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ.

ქალთა უფლებადამცველებმა მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება სექსისტურად შეაფასეს.

ქალთმოძულეობად შეაფასა „ლელოს" დამფუძნებლის გამოთქმა იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG