Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში მიმდინარეობს „მიტინგი დამოუკიდებლობისთვის“


მინსკში, თავისუფლების მოედანზე, მიმდინარეობს ე.წ. მიტინგი დამოუკიდებლობისთვის. მისი მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, აპროტესტებენ რუსეთთან შესაძლო ინტეგრაციას. მიტინგის ინიციატივით ოპოზიციონერი მიკალაი სტატკევიჩი გამოვიდა დეპუტატობის კანდიდატთა საარჩევნო პიკეტების ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ასამდე ადამიანმა მოიყარა თავი.

მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებმა სექტემბრის დასაწყისში შეათანხმეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა. ის ითვალისწინებს მათი ეკონომიკური სისტემების ნაწილობრივ გაერთიანებას 2021 წლის იანვრამდე, ერთიანი საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსების შექმნას და ერთიანი საგარეო-სავაჭრო რეჟიმის შემოღებას, ასევე საწვავის სფეროსა და სხვა დარგების ცენტრალიზებული რეგულირების დაწყებას. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ არაპირდაპირ დაადასტურა ერთობლივი მოქმედების შეთანხმებული პროგრამის არსებობა.

ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაღრმავების აუცილებლობაზე რუსეთის წარმომადგენლებმა 2018 წელს დაიწყეს ლაპარაკი. ამასთან, თავად ინტეგრაციის პროექტი ადრე არ გამოქვეყნებულა, რასაც მრავალრიცხოვანი სპეკულაციები მოჰყვა რუსეთის ჭეშმარიტი მიზნების შესახებ - მათ შორის, გაჩნდა ეჭვი, რომ მოსკოვი ბელარუსთან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას აპირებს. ალექსანდრ ლუკაშენკა ირწმუნებოდა, რომ ეს შეუძლებელია და ჩიოდა მოსკოვის მხრიდან ზეწოლაზე, მაგრამ არ უარყოფდა, რომ შემდგომი ინტეგრაციის შესახებ საუბარი გრძელდება.

XS
SM
MD
LG