Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოემზადე, ლუზერო“, - თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს მიმართავს 


თეა წულუკიანი, ოთარ კახიძე
თეა წულუკიანი, ოთარ კახიძე

„ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“ - ასე მიმართა სოციალურ ქსელ ფეისბუკში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ოთარ კახიძეს. პოსტი გამოხმაურებაა ოთარ კახიძის კომენტარზე, რომ თეა წულუკიანი გენერალურ პროკურორად იურისტის დიპლომის გარეშე დაინიშნა. „ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძის განათლების დიპლომის საკითხის კომენტირებისას.

„შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა ფეისბუკპოსტში. „ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.

ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“, - წერს თეა წულუკიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG