Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური პროკურორი მის დიპლომთან დაკავშირებულ ეჭვებს საპარლამენტო კომიტეტში უპასუხებს


გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე
გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით წარდგება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საკომიტეტო მოსმენაზე დაისმება, შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დიპლომს შეეხება. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ შალვა თადუმაძე უპასუხებს ყველა შეკითხვას, მათ შორის დიპლომთან დაკავშირებით.

თადუმაძის დიპლომის და კანონთან მისი შეუსაბამობის გამო ეჭვს გამოთქვამენ საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შალვა თადუმაძის მოსმენა 10 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG