Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმში გამოაცხადეს ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის სფეროში გამოკვლევებისთვის


სტოკჰოლმში გამოაცხადეს ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის სფეროში გამოკვლევებისთვის. წელს ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცემა ლითიუმ-იონური აკუმულატორების სფეროში კვლევებისთვის. ესენი არიან ამერიკელი ჯონ გუდინაფი, ბრიტანელი სტენლი უიტინჰემი და იაპონელი აკირა იოსინო.

ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, რომ მათი წყალობით „ჩვენ გვაქვს მსოფლიო, რომელშიც შესაძლებელია დატენა“. ქიმიკოსების აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა მსუბუქი აკუმულატორების შექმნა. ახლა ისინი მობილურ ტელეფონებში გამოიყენება, მაგრამ ასევე სხვა სფეროებშიც, მაგალითად, ელექტრომობილებში.

წელს ნობელის პრემია შეადგენს 9 მილიონ შვედურ კრონას, ანუ მილიონ დოლარზე ცოტა ნაკლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG