Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში მეოთხე დღეა საპროტესტო გამოსვლებია, დემონსტრანტები რევოლუციას ითხოვენ


ლიბანის მასშტაბით ასიათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში კორუფციის და ქვეყანაში პოლიტიკური უძრაობის გასაპროტესტებლად.

ბეირუთის, ტრიპოლის, საპორტო ქალაქ ტირეს და სხვა ქალაქების ქუჩებში გასული დემონსტრანტები დროშებს აფრიალებდნენ, სკანდირებდნენ სიტყვას "რევოლუცია" და გამოდიოდნენ "რეჟიმის დასრულების" მოწოდებებით.

ეს ყველაზე მასშტაბური აქცია იყო მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს საზოგადოების ბრაზი ქუჩებს მოედო, იმ ფონზე, როცა მთავრობამ ახალი გადასახადის დაწესება მოითხოვა WhatsApp-ით და სხვა აპლიკაციებით გაკეთებულ ზარებზე.

პროტესტმა რამდენიმე დღეში შეითავსა მოთხოვნები პოლიტიკური სისტემის რადიკალური შეცვლის, საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკის დასრულების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ.

ლიბანის პოლიტიკური სისტემა შემუშავებულ იქნა, როგორც დამაბალანსებელი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის, მაგრამ მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის პირიქით, საზოგადოების გახლეჩვას იწვევს და პოლიტიკური პატრონაჟის სისტემად არის გადაქცეული.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ლიბანის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი სიღატაკეში ცხოვრობს. 10 მილიონამდე მოსახლის მქონე ქვეყნის რესურსებს მძიმე ტვირთად დააწვა სირიის ომის შედეგად ლტოლვილებად ქცეული 1,5 მილიონამდე ადამიანის მიღება.

XS
SM
MD
LG