Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა "აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი"


"აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის" მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს
"აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის" მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს

თბილისში გაიხსნა „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი“, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ფორუმი 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მთავრობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს მაღალი დონის დიალოგის და ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების შესაძლებლობას. წლევანდელი ორდღიანი ფორუმის მონაწილეები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე იმსჯელებენ.

ფორუმის მიზანია დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის ინიციატივის“ ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

საქართველოს მთავრობა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ განიხილავს აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ორგანიზებული ფორუმი პრემიერ მინისტრის პატრონაჟით ტარდება. წლევანდელი ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG