Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტში ნატოს გემები შევიდნენ


ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემი VESUVIO ბათუმის პორტში. 2019 წლის 25 ოქტომბერი
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემი VESUVIO ბათუმის პორტში. 2019 წლის 25 ოქტომბერი

ბათუმის ნავსადგურში შევიდნენ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები - იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და თურქეთის ხომალდი AMASRA.

ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ნატოს და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები ბათუმის პორტს 2017 და 2018 წლების შემოდგომაზეც სტუმრობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG