Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯაშუში მარია ბუტინა აშშ-ის ციხიდან გაუშვეს და მას სამშობლოში ამგზავრებენ


Russia - Maria Butina, 2013
Russia - Maria Butina, 2013

აშშ-ში არარეგისტრირებულ უცხოელ აგენტად მიჩნეული მარია ბუტინა, რომელსაც აპრილში შეუფარდეს 18 თვით პატიმრობა, 25 ოქტომბერს აშშ-ის საპატიმროდან გაუშვეს და მას სამშობლოში გაამგზავრებენ.

მისმა ადვოკატმა, ბობ დრისკოლმა უფრო ადრე, „დე-პე-ას“ სააგენტოს განუცხადა, რომ ბუტინას რუსეთში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის აგენტები გააცილებენ. რუსეთის სააგენტო „ტასი“, აშშ-ში რუსეთს ელჩზე, ანატოლი ანტონოვზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ „მარიას ტელაჰასის საპატიმროდან გადაიყვანენ საიმიგრაციო ცენტრში, ქალაქ მაიამიში, იქიდან კი გაამგზავრებენ მოსკოვში იმავე დღეს“.

მარია ბუტინამ, რომელსაც აშშ-ში ბრალად სდებენ რუსეთის ინტერესების უკანონო ლობირებას, აღიარა დანაშაული, რომ ჩაიდინა ქმედება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის მიზნით. ბუტინა რუსეთის მოძრაობა „იარაღის უფლების“ დამაარსებელია. რუსეთის მოქალაქე აშშ-ში 2018 წლის 15 ივლისს დააკავეს.

მას ბრალად ედებოდა, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური არხების გვერდის ავლით დაემყარებინა კონტაქტი. აშშ-ის სამართალდამცველების აზრით, კრემლის ინტერესების გატარებისთვის ბუტინა ცდილობდა, გავლენა მოეხდინა რესპუბლიკური პარტიის მთავარ, მათ შორის, აშშ-ის მსროლელთა ეროვნულ ასოციაციასთან დაკავშირებულ სპონსორებზე. პროკურატურის თანახმად, ბუტინა მუშაობდა მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირთან, რათა განევითარებინა ურთიერთობა აშშ-ის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორის, იარაღის ფლობის უფლების მომხრე ჯგუფებსა და კონსერვატორ აქტივისტებთან, როგორც რუსეთის ჯაშუში.

ბუტინა აღიარებს, რომ რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყო აშშ-ში, მაგრამ უარყოფს, რომ არის ჯაშუში, და აღნიშნავს, რომ მისი ყველა ქმედება ღია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG