Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდელაკი: წყალტუბოს სასტუმროები ამუშავდებოდა, ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე რომ გაეშვათ


გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული იქნებოდა, 2013 წელს ქუთაისის აეროპორტი „არამიზნობრივ ხარჯად“ რომ არ გამოცხადებულიყო. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს სასტუმროებისა და ბალნეოლოგიური აბანოების გამოსყიდვის შესახებ, დეპუტატი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა:

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზნობრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე - ანუ ორ მილიონ მგზავრზე - გასვლის შესაძლებლობა (რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო), წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა პირველ რიგში ევროპელი ვიზიტორებით. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. ელემენტარული ციფრებია.

2012 წელს რამდენიმე სასტუმროში, მათ შორის „შახტიორში“ (რომელიც ყველაზე დიდია) გახურებული სამუშაოები მიმდინარეობდა. 2013 წელსვე პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან რომ უკანაც არ მოუხედიათ.

სანამ რამეს ვიტყვით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტები არ დავივიწყოთ“,- წერს გიორგი კანდელაკი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში განახორციელოს.

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მზადაა, ობიექტები სხვა ინვესტორებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაასხვისოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG