Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში პოლიციამ ლეგიტიმური ძალის გამოყენებით დაშალა მორიგი დემონსტრაცია


ერთ-ერთი ბოლო აქცია ჰონგ-კონგში
ერთ-ერთი ბოლო აქცია ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქცია, რომლის მონაწილეებმა უგულებელყვეს აკრძალვა და კვლავ შეიკრიბნენ, რათა ავტონომიის მოთხოვნის საგანგებო მოწოდება მსოფლიოსათვის შეეტყობინებინათ.

ვიქტორიას პარკში შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციის ზეწოლის შემდეგ დაიფანტნენ და აქციის გამართვას ქალაქის სხვა ნაწილში შეეცადნენ.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ყოველ შაბათ-კვირას უწყვეტად იმართება ივნისის შემდეგ. თავდაპირველად უკმაყოფილება გამოიწვია ნახევრად ავტონომიური ხელისუფლების მიერ მომზადებულმა ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტმა, რომლითაც შესაძლებელი ხდებოდა ქალაქის მცხოვრებლების გადაცემა კონტინენტური ჩინეთის სასამართლო ხელისუფლების ხელში.

ექსტრადიციის პროექტი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაგრამ დემონსტრანტებმა გააფართოვეს თავიანთი მოთხოვნები. მათ სურთ ჰონგ-კონგის ხელისუფლების გადადგომა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

დემოკრატიის მომხრე აქტივისტებმა მოუწოდეს 100 ათას მოქალაქეს, რომ გამოვიდნენ 2 ნოემბერს დაგეგმილ ანტისამთავრობო საკვირაო აქციაზე, რომელიც რიგით 22-ე იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG