Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ გამორიცხავს


რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა მოწინააღმდეგეები შეეცდებიან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, ან ამომრჩეველზე ზემოქმედებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის, თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროების, დაზვერვის სამსახურის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში.

აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებები აღნიშნავენ, რომ არაკეთილმოსურნეებს სურთ შეარყიონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოების განწყობებსა და მთავრობის პოლიტიკაზე. ამ მიზნის მისაღწევად შეეცდებიან გამოიყენონ კამპანია სოციალურ მედიაში და კიბერშეტევები ფედერალურ და ადგილობრივ საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე.

პოტენციური საფრთხეების დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აშშ-ის მთავრობა თანამშრომლობს 50-ივე შტატთან, ადგილობრივ საარჩევნო ორგანოებსა და კერძო სექტორთან. ამერიკის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და ყველა საეჭვო ფაქტის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობონ.

აშშ-ის სპეცსასახურების მიერ 2017 წელს ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. 2018 წლის თებერვალში აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა პირველი ციფრული კიბერჯგუფი, რომელიც უცხოური ჩარევისგან არჩევნების დაცვაზე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG