Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი კინზინგერი: აშშ-ს და საქართველოს საერთო გამოწვევები აქვთ


კონგრესმენი ადამ კინზინგერი
კონგრესმენი ადამ კინზინგერი

აშშ-ს და საქართველოს ბევრ საერთო გამოწვევასთან უწევთ გამკლავება - ამის შესახებ ბათუმში, ჟურნალისტებს უთხრა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, საერთო გამოწვევებია დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები და ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობები. კონგრესმენ კინზინგერის განცხადებით, ყოველდღე ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან - ოკუპაციის გაგრძელებას.

მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციის დღის წესრიგშია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG