Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი შეიძენს რუსულ ანტისარაკეტო სისტემას ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად


სარაკეტო სისტემა "პანცირი"
სარაკეტო სისტემა "პანცირი"

რუსეთი აუცილებლად მიაწვდის ახლო რადიუსში მოქმედ თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას სერბეთს, რომელსაც ამ გარიგებისათვი აშშ-ის მხრიდან სერიოზული სანქციები ემუქრება.

რუსეთის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო „ტასის“ ცნობით, „პანცირის“ კლასის სისტემა სერბეთს, კონტრაქტის თანახმად, რამდენიმე თვეში გადაეცემა.

გასულ თვეში სერბეთში გაიმართა რუსეთ-სერბეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება - „სლავურ ფარი“, რომელზეც დემონსტრირებული იყო რუსეთიდან ჩატანილი „ხმელეთი-ჰაერის“, S-400-ის ტიპის და Pantsir-S-ის ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები.

5 ნოემბერს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი აპირებს რუსეთისგან ამ კლასის შეიარაღების შეძენას, მაგრამ სურს, რომ თავიდან აიცილოს სანქციები აშშ-ისგან ან რაიმე კონფრონტაცია ვაშინგტონთან.

სერბეთს დაემუქრება სანქციები რუსეთისგან შეიარაღების შეძენის შემთხვევაში, - განაცხადა გასულ კვირაში მეთიუ პალმერმა, აშშ-ის სპეციალურმა წარგზავნილმა დასავლეთ ბალკანეთში. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სერბი პარტნიორები სიფრთხილეს გამოიჩენენ ასეთი ტრანზაქციის დროს“, - აღნიშნა პალმერმა მაკედონიის ტელეარხ „ალსატ მ“-თან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG