Accessibility links

logo-print logo-print

"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა დასრულდა


მაჟორიტარ დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის 24 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გამართული შეხვედრა დასრულდა. ივანიშვილი ესაუბრა იმ დეპუტატებს, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. როგორც დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ხუნდაძის სიტყვები, რომ ისინი „პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ“, თუმცა კონკრეტულად რა შეთანხმება შედგა, ამაზე უმრავლესობის ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ გამოცხადდება. ხუნდაძის თქმით, „საათ-ნახევარი გასტანა შეხვედრამ. პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ განხილული უნდა იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმების შესახებ იყო საუბარი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG