Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპოზიცია, რომელიც ყველამ „დასემპლა“


ეს კომპოზიცია შეიძლება მოსმენილი არ გქონდეს, მაგრამ, თავიდან ბოლომდე თუ ჩაუჯდები, რომელიმე მონაკვეთი მაინც გეცნობა.

ეს იმიტომ, რომ აიზეკ ჰეისის Ike’s Mood-ის ექვსივე წუთი და ოცდათორმეტივე წამი თავიდან ბოლომდე ოქროა და ამიტომ, დედამიწის ზურგზე, ვისაც არ დაეზარა ყველამ მისხალ-მისხალ მიიტაცა. ნუ, „მიიტაცა“ ალბათ არასწორი სიტყვაა, სემპლის გამოყენება ქურდობას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც...

ჰიპ-ჰოპი იქნება, სოული, ტრიპ-ჰოპი, თუ ელექტრონული მუსიკა, ყველას დაუნახავს რაიმე სათავისო ამ ტრეკში. საიტი Whosampled, რომელიც სემპლების შესახებ ზღვა ინფორმაციას ფლობს, გვაუწყებს, რომ სულ Ike’s Mood 155 სხვადასხვა სიმღერაში გამოუყენებიათ.

ყველანაირად იდეალური ტრეკია. ყველაფრისთვის გამოდგება. სტუმრები გყავს სახლში? ღვინო ჩამოასხი, ეგ ჩართე და უცებ შენი სტუმრობა ნამდვილ წვეულებად გადაიქცევა. მარტო ხარ, გარეთ წვიმს და ფონური მუსიკა გინდა? Ike’s Mood ჩართე.

თუმცა, ყველაზე უფრო „იუტიუბის“ ერთ-ერთი კომენტატორის შეფასება მომეწონა - ამას რომ ვუსმენ, გონებით სამოცდაათიანი წლების ნიუ-იორკში გადავინაცვლებ ხოლმე. ვეებერთელა, გემივით კადილაკში ვზივარ, უზარმაზარ სიგარას ვექაჩები, არანორმალურად ფართე საყელოიანი პიჯაკი მაცვია და გრძეეეეელი ბაკენბარდები მაქვსო. და, რაც მთავარია, კუნგ-ფუს ოსტატი ვარო.

მართლა ეგეთი სიმღერაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG