Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის კომიტეტმა მოიწონა სანქციების პაკეტი „ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან“


აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მოიწონა სანქციების პაკეტი სახელწოდებით „ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან“. ინიციატივას მხარი დაუჭირა 17-მა ადამიანმა, ხუთი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტი სენატმა სრული შემადგენლობით უნდა განიხილოს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს ან დაბლოკოს დოკუმენტი. თუმცა არ არის ცნობილი, როდის გაიტანენ დოკუმენტს მთელი სენატის კენჭისყრაზე.

კანონპროექტით გათვალისწინებულია შეზღუდვების დაწესება რუსეთის ბანკებისთვის, ენერგეტიკის სექტორისთვის, რუსეთის სახელმწიფო დავალიანების გამოშვებაში მონაწილეობაში, თხევადი გაზის ექსპორტის პროექტების დაფინანსებაში და სექტორული სანქციები რუსეთის ნებისმიერი პირისა და კომპანიის წინააღმდეგ, რომლებსაც შეუძლიათ მავნე კიბერსაქმიანობის განხორციელება და მხარდაჭერა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ახალი სანქციების შემოღებას რუსეთის პოლიტიკოსთა, ოლიგარქებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობდნენ უკანონო მოქმედებებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით. დოკუმენტში ცალკეა აღნიშნული აშშ-ის დაზვერვის მიმართ მოთხოვნა, შეიქმნას ანგარიში ქონებისა და აქტივებისა, რომლებიც პირადად ვლადიმირ პუტინსა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნის.

კანონპროექტი შეტანილ იქნა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ 2018 წლის აგვისტოში და განმეორებით - თებერვალში დემოკრატ რობერტ მენდესთან ერთად. სენატორმა გრემმა შეთავაზებულ პაკეტს „ჯოჯოხეთური სანქციები“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG