Accessibility links

ახალი ამბები

NCDC: ჩინეთიდან საქართველოში ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანის ერთ-ერთი ჰოსპიტალი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის(NCDC) შეფასებით, ჩინეთში დეკემბრის ბოლოდან გავრცელებული ახალი ვირუსის საქართველოში შემოტანის რისკი მინიმალური და მხოლოდ თეორიულია.

დღეს, 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ე.წ. კორონავირუსებით გამოწვეული A ტიპის პნევმონიის შემთხვევებია.

გამყრელიძის თქმით, მედიით ვრცელდება სხვადასხვა რიცხვი, თუმცა, ცენტრი სარგებლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, დადასტურებულია 41 შემთხვევა და მათგან ორი ლეტალურად დასრულდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ რამდენიმე შემთხვევაა ტაილანდსა და იაპონიაში, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ჩინეთის ამ პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს, დაავადების შემოტანის რისკი მხოლოდ თეორიულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო მუშაობს გეგმაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით: „მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსი იქნას იმპორტირებული, არ გახლავთ“.

„არავითარი საფუძველი წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, რომ არიქა, მოვიდა ჩინეთიდან, არ არსებობს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ჰუბეის პროვინციასთან პირდაპირი ავიარეისები აქვთ, ჯერჯერობით რაიმე საგანგებო ზომებისთვის არ მიუმართავს.

პაატა იმნაძის თქმით, საქართველო შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს: „დღევანდელი მითითება ყველა ქვეყნისათვის არის არავითარი შეზღუდვა ჩინეთში მგზავრობაზე, ვაჭრობაზე და ასე შემდეგ. ეს არის ოფიციალური პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“.

ყველა ახალი ამბავი

ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინელებს საპროტესტო აქციით დახვდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ პოლტავის ოლქის დასახლება ნოვიე სანჟარიში

უკრაინის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა პოლტავის ოლქის დასახლება ნოვიე სანჟარიში, სადაც საპროტესტო აქციები მოჰყვა ადგილობრივ სანატორიუმში ჩინეთიდან ევკუირებული უკრაინელების მოთავსებას. მათ კორონავირუსით შესაძლო დაავადების გამო, ორკვირიანი კარანტინი სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიარონ.

რაიონის მცხოვრებთა საპროტესტო აქცია 20 თებერვალს დაიწყო. მათ სანატორიუმისკენ მისასვლელი გზები გადაკეტეს, ბარიკადები აღმართეს და ქვები დაუშინეს ავტობუსებს, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსაც. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა სამი სამართალდამცავი.

საპროტესტო გამოსვლები დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები უკრაინელების არცთუ კარგ თვისებებს აჩვენებს.

ჩინეთიდან ევაკუირებულთა წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების გამო, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ზორიანა სკალეცკაიამ გადაწყვიტა, რომ ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო ცენტრში მათთან ერთად იცხოვრებს.

20 თებერვალს ჩინეთიდან უკრაინაში თვითმფრინავით ჩაიყვანეს 72 ადამიანი - 45 უკრაინელი და 27 უცხოელი. მათი კარანტინისთვის უკრაინის მთავრობამ შეარჩია ნოვიე სანჟარიში მდებარე სამედიცინო ცენტრი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. დაწესებულებას გაძლიერებულად იცავენ.

NYT: ამერიკულმა დაზვერვამ კონგრესმენები გააფრთხილა, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში ერევა

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურმა პირებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები გააფრთხილეს, რომ რუსეთი უკვე ერევა საარჩევნო პროცესში და დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის მხარდაჭერას ცდილობს. ამის შესახებ New York Times-ი წერს ხუთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა კიბეროპერაციები დაიწყო ტრამპის მეტოქე დემოკრატიულ პარტიაში პირველადი არჩევნების ეტაპზევე, თუმცა, ამჯერად გაცილებით ფრთხილად მოქმედებს, სოციალურ ქსელებში აღარ ქმნის ყალბ გვერდებს და აშშ-ის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებს იყენებს.

New York Times-ის ინფორმაციით, 13 თებერვალს, სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე დახურული ბრიფინგი გამართეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებისთვის, რამაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააბრაზა და მეორე დღეს საყვედური გამოუცხადა ჯოზეფ მაგუაირს, რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდევ ასრულებდა ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობას.

New York Times-ის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ბრიფინგს ესწრებოდა მისი იმპიჩმენტის პროცესის ინიციატორი დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი.

გამოცემა წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებისთვის ჩატარებულ დახურულ ბრიფინგზე სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცია სადავოდ აქციეს რესპუბლიკელებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტს რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა აქვს და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს.

დაზვერვის კომიტეტში მოხსენება წარადგინა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ჯოზეფ მაგუაირის მრჩეველმა შელბი პირსონმა. 20 თებერვალს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა მისი აქტიური მხარდამჭერი, გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ გრენელი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი მაგუაირის შეცვლას 13 თებერვლის ბრიფინგს უკავშირებს, თეთრ სახლში ორმა წყარომ განაცხადა, რომ ეს დამთხვევა იყო.

სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სოფიო ქაცარავამ 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჩააგდო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

16 ნოემბერს კი ქაცარავამ პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა. „დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემს ქვეყანას!“ - წერდა სოფიო ქაცარავა „ფეისბუკზე“.

ქაცარავას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი ელჩის დანიშვნის შესახებ იტყობინება. საბერძნეთის რესპუბლიკაში - დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე ოფიციალურად დაინიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

სააკაშვილი: არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები - ყველამ დავუშვით შეცდომები

ციხიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

სააკაშვილმა უსაყვედურა „მთავარი არხის“ ტოკშოუს წამყვან ეკა კვესიტაძეს მერაბიშვილისთვის „არაკორექტულად დასმული შეკითხვისთვის“ და განმარტა:

„არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, ვთქვი, ყველამ, ჩვენ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასე არის, ვინც არაფერს აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები".

სააკაშვილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი 7 წელი იყო წამების პირობებში, რადგან, მისი თქმით, სამარტოო საკანი დიდი ხნით ყოფნა არის წამება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით.

„ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა. ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებასა და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: „ახლა გაძლევ დიდ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს. და, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. დაწერე, რომ სააკაშვილს, სადღაც, სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ანგარიშები“. მან დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა ამათ და ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში. ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში შერიგების დროა.

„ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა შერიგების დროა. ახლა თანხმობის დროა. ტყუილად ეკითხებიან, ამ პარტიაში? იმ პარტიაში? ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის. არც ვიღაცაზე შურისძიების დროა“, - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე მის შესახებ თქვა: „ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი ხანი ზის იქ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და მოიბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მის მიმართ მე მაქვს პირადი ვალდებულებების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ამ სისტემებში დაუშვეს“.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს „მთავარი არხის" ეთერში ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ. „რა თქმა უნდა, შევხვდები მიხეილ სააკაშვილს. ის ჩემი მეგობარია, მას მივიჩნევ საუკეთესო მეგობრად. მე ყველას აზრს მოვისმენ, გავიზიარებ, რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ ჩემი აზრი გავაზიარებინო. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის და ვართ. ჩვენ [მე და მიხეილ სააკაშვილი] მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. ჩვენს აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“, - აღნიშნავს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

ვანო მერაბიშვილი: მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში

„ყველა ჩემს მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც საქართველოში არ არის“, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მერაბიშვილმა ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ. „რა თქმა უნდა, შევხვდები მიხეილ სააკაშვილს. ის ჩემი მეგობარია, მას მივიჩნევ საუკეთესო მეგობრად. მე ყველას აზრს მოვისმენ, გავიზიარებ, რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ ჩემი აზრი გავაზიარებინო. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის და ვართ. ჩვენ [მე და მიხეილ სააკაშვილი] მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. ჩვენს აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“, - აღნიშნავს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

რაც შეეხება შეცდომებს, მერაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა და ერთ-ერთი პირველი სწორედ, თავად არის პასუხისმგებელი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე მის შესახებ თქვა: „ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი ხანი ზის იქ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და მოიბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მის მიმართ მე მაქვს პირადი ვალდებულებების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც რაც დაუშვა ვანომ, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ჩვენ სისტემებში დაუშვეს“. გარდა ამისა, სააკაშვილმა მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა არ ურჩია: „ვანოს ადგილზე, რომ ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ბედნიერებით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს”. სააკაშვილმა მერაბიშვილთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

ვანო მერაბიშვილი: „ორი გვამის ამბავი", რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული

ციხიდან გამოსვლის შემდეგ „მთავარი არხის“ ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, საკუთარი სიტყვები, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ისმის („ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდი“.

„ორი გვამის ამბავი, რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იყო ამბოხება მუხროვანში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას, ქართველ ოფიცრებთან ერთად. მეამბოხეებმა გაქცევის წინ მტკიცებულება მოიცილეს. სადღაც ჩაკეტილ კაბინეტში ხო არ ვსაუბრობდით, ღიად, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს დავუტოვე... ეპოვათ ეს მტკიცებულება. ეს [ვიდეო] არის ამოღებული კონტექსტიდან. მე საკანში ვიყავი, პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა და ისინი ამას იმეორებდნენ“, - განმარტავს მერაბიშვილი.

„ორი გვამის“ თემაზე ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას 2014 წლის 30 იანვარსაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ორ გვამში” ის რუს აგენტებს გულისხმობდა: „მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა, გარდა ჩვენთვის საკმაოდ კარგად ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, სწორედ რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, ჩვენი ინფორმაციით, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და, ჩვენი ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის”.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

ვანო მერაბიშვილმა „ხელისუფლების დამხობის“ შესახებ შეკითხვას უპასუხა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში აღარ გაიმეორა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნათქვამი სიტყვები, რომ „ხელისუფლება დაემხობა“.

„ქართველი ხალხის აზრის წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ. კარგი იქნება თუ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მშვიდობიანად შეეგუება ხელისუფლება არჩევნების წაგებას და მშვიდობიანად გადააბარებს ხელისუფლებას“, - ამბობს მერაბიშვილი.

შეკითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნები არის ის გზა, რომლითაც უნდა შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, მერაბიშვილი პასუხობს, რომ სხვა გზა არ არსებობს.

რაც შეეხება ვარდების რევოლუციის მაგალითს, როგორც მერაბიშვილმა განმარტა, ოპოზიციას არჩევნებში, რომ არ მოეგო, რევოლუცია არ მოხდებოდა. მისი თქმით, ვარდების რევოლუცია გამოიწვია უხეში გაყალბების შემდეგ ხელისუფლების გაჯიუტებამ.

„დღეს საქართველოში აღარ არის 2003 წელი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვერ გააყალბოს [ბიძინა ივანიშვილმა], ან ნაკლები გააყალბოს; ვერ მოისყიდოს, ან ნაკლები მოისყიდოს“, - აღნიშნავს მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულების (ე.წ. მატროსოვის ციხის) დატოვების შემდეგ თქვა: „წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, აი, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეში ზის და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არი პოლიტპატიმარი".

​ვანო მერაბიშვილი: ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები

„ჩვენ არ უნდა დაგვეშვა, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე დამუქრებოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ წამყვანის შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდებოდა.

როგორც მერაბიშვილი ამბობს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუდმივ ბრძოლაში უწევდათ ყოფნა. მან ყველაზე დიდ პრობლემად დაასახელა ის, რომ მათ რეფორმებს ანალოგი არ ჰქონდა და არც „გაიდლაინი“ არსებობდა.

„არ არსებობს პოლიციის რეფორმის სახელმძღვანელო. არსებობს ეკონომიკური რეფორმის, დავუშვათ, პოლონური ეკონომიკური რეფორმა (ბალცეროვიჩის), რუზველტის დროინდელი ამერიკის რეფორმა, კეინსის ეკონომიკური რეფორმა, ამასაც ავტომატურად ვერ იყენებ, მაგრამ მაინც სახელმძღვანელო არსებობს. ჩვენ რას ვაკეთებდით? ყოველდღიურად გვიწევდა მუშაობა, ახლის მოფიქრება, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია“, - აღნიშნავს მერაბიშვილი.

შეკითხვაზე, იყო შეცდომები, რომლებიც რეფორმებთან არ იყო დაკავშირებული, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ეს არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკითხები.

„ჩვენ არ ვიყავით ისეთი ჭკვიანები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით, არ ვყოფილვართ ისეთი ნიჭიერები, როგორიც უნდა ვყოფილიყავით, უნდა ვყოფილიყავით უფრო განათლებულები. ცუდი ის არის, რომ ასეთი სერიოზული ცვლილებების გამოცდილება არ არსებობდა. არ იყო ჩვენთვის მასწავლებელი, ვინც გვასწავლიდა, რა უნდა გაგვეკეთებინა. მე თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ გიხსნით. რა თქმა უნდა, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს შევცვლიდით, მაგრამ ერთ რამეს არ შევცვლიდით, ჩვენ მაშინაც, როგორც ახლა დავიწყებდით ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. მოდი შევადაროთ 2003 წლის საქართველო 2012 წლის საქართველოს, ყველა მაჩვენებლით ეს სხვადასხვა ქვეყანაა“, - ამბობს მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

აშშ-ში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს როჯერ სტოუნს

როჯერ სტოუნი

აშშ-ში ხუთშაბათს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს როჯერ სტოუნს. მას სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე სტოუნი დამნაშავედ ცნეს კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში, მართლმსაჯელების დაბრკოლებასა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენაში.

სტოუნის მიმართ ბრალდებები დაკავშირებულია სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებასთან რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე აშშ-ის არჩევნებში. ამ გამოძიების საფუძველზე მანამდე გაასამართლეს ტრამპის შტაბის კიდევ რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი. ბრალდებები არაა დაკავშირებული რუსეთთან თანამშრომლობასთან.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში მოპოვებული გამარჯვებით გახსნა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა სპორტის სასახლეში უმასპინძლა შვეიცარიის ნაკრებს და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (79:79), ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს ანგარიშით 96:88.

მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ბექა ბურჯანაძე, 21 ქულით. ნატურალიზებულმა ამერიკელმა თად მაკფადენმა 18 ქულა მოაგროვა, გიორგი შერმადინმა - 16 ქულა და 13 მოხსნა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გამართავს ბელგრადში სერბეთის წინააღმდეგ. შვეიცარიისა და სერბეთის გარდა, ევროპირველობის საგზურის მოპოვებას ამავე ქვეჯგუფიდან შეეცდება ფინეთიც, საქართველოს კი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს, როგორც შეჯიბრების ერთ-ერთ მასპინძელს.

რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 თებერვალს

ვანო მერაბიშვილი - პოლიტიკური სარგებელი თუ ტვირთი?

ის, რომ ვანო მერაბიშვილმა მშვიდი ცხოვრება მატროსოვის ციხის სამარტოვო საკანში დატოვა, მისი თავისუფლების პირველი წუთიდან ნათელი გახდა, როდესაც ყოფილი შს მინისტრი მედიისა და მხარდამჭერების ალყაში აღმოჩნდა. მთავარი კითხვა მის მიმართ კი იყო ის, თუ რას აპირებს პატიმრობის 6 წლისა და 9 თვის შემდეგ.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება... წლის ბოლომდე, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი… აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად“ - განაცხადა მან თავის პირველ კომენტარში, თუმცა რომელ გუნდს შეუერთდება, ამაზე ვანო მერაბიშვილარ უპასუხა.

ლელა კუნჭულია დაინტერესდა, ვის აწყობს წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის გვერდში დგომა დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, სად არ ელიან მას და რას ფიქრობენ ხელისუფლებაში. სტატია ამ თემაზე, წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მერაბიშვილი თქმით, არ გახდება პრემიერი, მინისტრი და არც უფრო დაბალი თანამდებობის პირი

გამოძიების დასკვნა - ეს იყო რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე

ქართულ ვებ-გვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის საერთაშორისო გამოძიების დასკვნით, 2019 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვერ-გვერდებსა და სერვერებზე მომხდარი კიბერშეტევა დაიგეგმა და შესრულდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

გრუ-ს კიბერშეტევა საქართველოზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბსმა, ასევე ავსტრალიისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადებებით დაგმეს

დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ კიბერშეტევა საქართველოს სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრის მცდელობა იყო.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოს პრეზიდენტი „გრუ"-ს კიბერშეტევას ჰიბრიდული ომის მაგალითს უწოდებს

პენტაგონი საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას დებს

რუსეთი კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საბოლოო სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი.

მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, კალანდიას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

მამაკაცს, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ხალხი დახოცა, ქსენოფობია ამოძრავებდა

43 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელმაც 19 თებერვალს ღამით ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გაუხსნა ხალხს, ულტრამემარჯვენე შეხედულებების იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური იდეებით ხელმძღვანელობდა. ასეთია პოლიციის წინასწარი დასკვნა.

თავდამსხმელმა ჰანაუს ცენტრში ორ ჩილიმ-ბარში გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი - მიგრანტები და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით უცხოელები იყვნენ.

რასიზმი არის "შხამი", რომელიც ჭამს გერმანიის საზოგადოებას - ასე შეაფასა გერმანიის კანცლერმა მომხდარი ფაქტი და მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა დააანონსა.

წაიკიტხე მეტი

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

სვანეთში ამბობენ, რომ კრიპტოვალუტის მაინერები ისე მომრავლდნენ, რომ მათ გამო ტრანსფორმატორებიც კი ფეთქდება.

კრიპტოვალუტის მწარმოებლებისთვის სვანეთი მიმზიდველი იმით აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის განკარგულების შემდეგ, იქ მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასოა. გადასახადს მხოლოდ მეწარმეები იხდიან. ასე ათამაშდა ბოლო დროს დენი სვანეთში. მთაში დაწყებული მაინინგის ამბები კი თეა თოფურიამ ჩამოიტანა.

წაიკითხე მეტი.

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტების ალყაში

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტების "ალყაში" საპატიმროს დატოვების შემდეგ.

არჩევნები ირანში

მამაკაცს, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ხალხი დახოცა, ქსენოფობია ამოძრავებდა

ტობიას რ.

43 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელმაც წუხელ ღამით ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გაუხსნა ხალხს, ულტრამემარჯვენე შეხედულებებისა იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა. ასეთია პოლიციის წინასწარი დასკვნა.

გერმანიის გენერალური პროკურორის, პეტერ ფრანკის თქმით, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, ბოროტმოქმედმა ინტერნეტში განათავსა რასისტული ვიდეო და „მაინფესტი“ ქსენოფობიური შეხედულებებით. გამოძიება სწავლობს ბოროტმოქმედის კაშირებს, ცდილობს გაარკვიოს, წინასწარ თუ იცოდა ვინმემ მომავალი ბოროტმოქმედების შესახებ.

პოლიციის თანახმად, ისროდა ტობიას რ. მან ჰანაუს ცენტრში ორ ჩილიმ-ბარში გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი - მიგრანტები და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით უცხოელები იყვნენ. ცნობილია, რომ დაღუპულთაგან ხუთი თურქეთის მოქალაქე იყო. ექვსი ადამიანი დაიჭრა.

თავად თავდამსხმელმა, როგორც ჩანს, თავი მოიკლა, მანამდე კი საკუთარი დედა მოკლა. მათი გვამები ჰანაუში, მათ ბინაში იპოვეს. ამგვარად, მთლიანობაში 11 ადამიანი დაიღუპა.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება არ შეასუსტებს ძალისხმევას, რომლის მიზანია, უზრუნველყოს გერმანიაში სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის მშვიდობიანი თანაარსებობა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რასიზმს უწოდა „შხამი“, რომელიც ჭამს გერმანიის საზოგადოებას და მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა.

უკანასკნელ ხანებში გერმანიაში ულტრამემარჯვენეებმა ძალადობასთან დაკავშირებული რიგი დანაშაული ჩაიდინეს.

პენტაგონი საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას დებს

„პენტაგონი შეუერთდასაეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს.“- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას​.

პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ [გრუ] საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განახორციელა. ინციდენტმა სამთავრობო და კერძო ვებ-გვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და „გავლენა იქონია საქართველოს მთელ მოსახლეობაზე.“

„ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა გმობს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კიბერშეტევას.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. ფოტო წარწერით I’LL BE BACK ("მე დავბრუნდები"), ათასობით საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვებსაიტებსა და სერვერებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

მერაბიშვილი თქმით, არ გახდება პრემიერი, მინისტრი და არც უფრო დაბალი თანამდებობის პირი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესების აქტიური მონაწილე იქნება, მას არ ამოძრავებს პირადი ინტერესები. მერაბიშვილმა აღწერა, რა გარემოებებში დათანხმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და რატომ არ მოეწონა ამ თანამდებობაზე საქმიანობა.

„მე მინდა გითხრათ, რომ, როდესაც 2012 წელს გავხდი პრემიერ-მინისტრი, ეს არ ყოფილა ჩემი პირადი სურვილი. ჩემი მეგობრები, პარტიის ხელმძღვანელობა შეიკრიბა, ეს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილმა, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ, დათო ტყეშელაშვილმ [პრეზიდენტის აპარატის უფროსმა], ზურაბ ადეიშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გადაწყვიტეს, რომ, რადგან იმ დროს მქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, წინასაარჩევნოდ აუცილებელი იყო ჩემი დაყენება პრემიერ-მინისტრად, მთავარ ფიგურად კამპანიის საწარმოებლად. მე ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ... მინდა გითხრათ, რომ მე არ მომეწონა პრემიერ-მინისტრობა. მე ძალიან მიყვარს კონკრეტული საქმეების კეთება, კონკრეტული რეფორმის ჩატარება, უშუალოდ მონაწილეობა რაღაც პროცესებში. იმის განცდა, რომ კონკრეტულ ადამიანებთან ერთად რაღაც საქმე აკეთო“, - აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოსწონდა, როდესაც პოლიციის რეფორმას ატარებდა და შემოიღეს სისტემა, რომელმაც საქართველო აქცია ავტომობილების ტრანზიტის ჰაბად. მერაბიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძალიან ზოგადია, მოითხოვს ბევრ საჯაროობასა და ფორმალურ პროცედურებს. შესაბამისად, მან განმარტა, რატომ არ სურს კვლავ ამავე თანამდებობების დაკავება.

„რადგან მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მე არ მომინდება პრემიერ-მინისტრობა. რადგან მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეკავა, შეუძლებელია, მე დავბრუნდე [უფრო დაბალ თანამდებობაზე] რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე მე დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ მე არ მაქვს პრეტენზია დავიკავო პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და მით უმეტეს, უფრო დაბალი თანამდებობა“, - განმარტა მერაბიშვილმა. მისი აზრით, თანამდებობის გარეშეც არის ბევრი საშუალება საქმეების საკეთებლად. როგორც მერაბიშვილი ამბობს, აქტიურ პოლიტიკაში იქნება არამხოლოდ მოქმედი ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოცილების პროცესში, არამედ შემდეგაც.

„ჩვენ, ოპოზიციას უფრო მეტი საქმე გვექნება გასაკეთებელი მერე, რაც ხელისუფლება წავა“, - დასძენს მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

რუსეთისა და თურქეთის სამხედროებმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სირიის პროვინცია იდლიბში

რუსეთისა და თურქეთის სამხედროებმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღეს ბრძოლებში სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც შეიარაღებული ოპოზიციის შენაერთებმა სცადეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიისთვის წაერთმიათ ადრე დაკარგული ტერიტორიები.

კონფლიქტის ორი მხარის მრავალრიცხოვანი ცნობების თანახმად, ოპოზიციის რაზმებმა თურქეთის არტილერიის მხარდაჭერით დაიწყეს იერიში დასახლებულ პუნქტ ნაირაბზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შენაერთებმა მოახერხეს სირიის არმიის თავდაცვის გარღვევა, რუსეთის თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს მათ წინააღმდეგ.

„ამან სირიის ჯარებს ყველა იერიშის წარმატებით მოგერიების საშუალება მისცა“, ნათქვამია ცნობაში, რომელიც ასევე შეიცავს თურქეთისადმი მოწოდებას, „ინციდენტების თავიდან ასაცილებლად შეწყვიტოს ტერორისტების მოქმედებების მხარდაჭერა“ (რუსეთი ასე უწოდებს სირიის ოპოზიციურ ძალებს).

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიადარტყმების შედეგად იდლიბში დაიღუპა თურქეთის ორი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი დაიჭრა. ამასთან, ავიადარტყმებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სირიის სამთავრობო ძალებს. ანკარა იტყობინება, რომ ამის შემდეგ თურქეთის ჯარებმა ასადის ძალებს საპასუხო საარტილერიო დარტყმები მიაყენეს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი შეხვდა „სირცხვილიას", „გაბედეს" და „შეცვალეს" ლიდერებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა საქართველოს სამი ახალგაზრდული მოძრაობის: „სირცხვილია", „გაბედე" და „შეცვალეს" ლიდერებს შეხვდა.

როგორც საელჩო იტყობინება, სოჩამ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. კრის სოჩამ აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კრის სოჩა შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად.

გახარია: კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ გამოეხმაურა 2019 წლის ოქტომბერის კიბერშეტევას.

გახარია დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

კიბერთავდასხმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებას „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

„ჩვენ საქართველოსთან ერთად ვგმობთ მისი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედება საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული".

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

რუსეთი კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებას ეხმაურება

„რუსეთი არანაირად არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“ ,-უთხრა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ. ის გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "გრუ"-ს მიერ საქართველოშიგ ანხორცილებულ კიბერშეტევაზე.

„ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე ვტოვებთ, ვინც ისინი გააკეთა, რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რამენაირად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა რუდენკომ.

„რის ნოვოსტის“ თანახმად უფრო ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო თანამშრომლობას სთავაზობდა კიბერთავდასხმის ნებისმიერი გამოვლენის საწინააღმდეგოდ. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს არ ჰქონდა და არასოდეს ექნება კიბერსეფროს დანაშაულებთან შეხება.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

კიბერშეტევა დაგმო გაერთიანებულმა სამეფომ.„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

გელა გიორგაძე

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.

გელა გიორგაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თადარიგის ოფიცერია. მანამდე იგი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბში მუშაობდა. იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2013-2016 წლებში გელა გიორგაძეს გერმანიასა და შვეიცარიაში თავდაცვის ატაშეს თანამდებობა ეკავა. 2010-2012 წლებში იგი თავდაცვის ატაშე იყო პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.

გელა გიორგაძე მონაწილეობდა კოსოვოს, ერაყის და მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გელა გიორგაძე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 20 თებერვლიდან შეუდგა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა დიმიტრი ლეჟავა, რომელიც მედიის თანახმად, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) ყოფილი ოფიცერი იყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ დიმიტრი ლეჟავამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.

საქართველოს პრეზიდენტი „გრუ"-ს კიბერშეტევას ჰიბრიდული ომის მაგალითს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას „გრუ“-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მედიის ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“
,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ეუთომ რუსეთს მოუწოდა, განაახლოს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება

ხალხს ყვავილები მიაქვს ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე. 2019 წ. 24 თებერვალი.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 20 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, განაახლოს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება. რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხუთი წლის წინ მოკლეს მოსკოვში.

„მისი სიკვდილი ტრაგედია იყო რუსეთისთვის და დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ კლიმატზე, გაავრცელა რა შიში და, სავარაუდოდ, გზა გაუხსნა შემდგომ თავდასხმებსა და რეპრესიებს,“ ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.

2015 წლის 27 თებერვალს ნემცოვს ახლო მანძილიდან ესროლეს მოსკვორეცკის ხიდზე, კრემლის მახლობლად. 2017 წლის ივნისში სასამართლომ ყოფილ ჩეჩენ სამხედრო მეთაურს, ზაურ დადაევს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით. კიდევ ოთხი ჩეჩენი ცნეს მკვლელობასთან კავშირში დამნაშავედ და მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. კრიტიკოსები, მათ შორის ნემცოვის კოლეგები და ახლობლები, ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი. ზოგიერთმა გამოთქვა ეჭვი, რომ მკვლელობა დაუკვეთა ვინმემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოესი წრიდან.

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის “გრუ”-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“.

„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა:

„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

პოლიტიკოსი ქალები ფემიციდის გახშირებულ ფაქტებს ერთობლივი განცხადებით გმობენ

პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურეს გამოვლინებად მიიჩნევენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდება დემოკრატიულ საზოგადოებად, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია.

"2020 წლის პირველი თვენახევრის განმავლობაში ფემიციდის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ოჯახური ძალადობა, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, წარმოადგენს არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ტრაგედიას",- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკოსი ქალები აღნიშნავენ, რომ სქესთა შორის უთანასწორობას საზოგადოების მენტალიტეტში აქვს ფესვები გადგმული და მის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის სახელმწიფოს მიერ მხოლოდ კანონმდებლობის შექმნა ან მისი აღსრულება.

„ვფიქრობთ, ეს ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური აქტორი და თავიანთი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გადადგან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები:

სახელმწიფომ მისი ყველა შტოსათვის გააძლიეროს პრევენციული და ეფექტური პოლიტიკა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებათა გაცილებით ფართო სპექტრი, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა, რათა დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობის და უთანასწორობის პრობლემა საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, პოლიტიკოსი ქალები მზად არიან გაიზიარონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა.

ჩვენ მზად ვართ დავგეგმოთ და გავატაროთ/გავაძლიეროთ შიდაპარტიული ღონისძიებები, ასევე საჯარო აქტივობები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ თანასწორობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების დამკვიდრებას როგორც საკუთრივ პარტიებში, ისე საჯარო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ პროცესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროგრამის“ მონაწილე პარტიები: „გირჩი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „კონსერვატიული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“, „სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო მოძრაობა“ , „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.

„ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს“ - სამოქალაქო საზოგადოება ღია პეტიციას აქვეყნებს

ფოტო: თავისუფლების ინსტიტუტი

ღია პეტიცია გამოაქვეყნა სამოქალაქო საზოგადოებამ. მასზე მიერთება ყველა მოქალაქეს შეუძლია.

პეტიციის ხელმომწერები მიმართავენ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს: „გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში“.

გაეცანით პეტიციის ტექსტს სრულად:

„ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად.

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. არაერთი დაბრკოლებისა და შეცდომის მიუხედავად, ასევე სკეპტიკოსთა გასაკვირად, ჩვენი ქვეყანა წარმატებული რეფორმების მაგალითად იქცა. ქართველი ხალხის მტკიცე ნებითა და დასავლეთის მხარდაჭერით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის ლიდერი გახდა.

მაგრამ დღეს ყველა ეს მიღწევა აშკარა და მზარდი საფრთხის ქვეშ დგას - ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება.

საქართველოს არაფორმალური მმართველი, რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას თავის სამფლობელოდ განიხილავს და ასეც მართავს - მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში. ის არ იკავებს სახელმწიფო თანამდებობას, შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე. ოლიგარქი სრულად აკონტროლებს ძალაუფლების სამივე შტოს, იყენებს სასამართლოს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, კრიტიკის ჩასახშობად, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასაპატიმრებლად. პროდასავლელი ოპონენტების დემონიზების მიზნით, ის აფინანსებს და აორგანიზებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიებს. არაფორმალური მმართველის გაუწონასწორებელი და შეუკავებელი ძალაუფლება თესავს შუღლს და ძალადობას საქართველოში, რითაც მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი ხეირობს.

ივანიშვილის მიერ ძალაუფლების თავხედურად მიტაცების მიმართ საზოგადოება უარყოფითად განეწყო. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის რეფორმას. მათ კარგად ესმით, რომ პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა აუცილებელია, რათა შეჩერდეს სახელმწიფოს მიტაცებისა და ერთპიროვნული მმართველობის პრაქტიკა, ასე დამახასიათებელი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ბოლო წლებისთვის.

2019 წლის ივნისში სახალხო პროტესტის მიერ გამოწვეული პოლიტიკური რყევებით შეშფოთებული ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, საარჩევნო სისტემის რეფორმირების საჯარო პირობა დაედო. თუმცა ოთხი თვის შემდეგ ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივით შეშინებულმა ოლიგარქმა გატეხა სიტყვა და ჩააგდო კანონპროექტი. მეტიც, მოგვიანებით ივანიშვილმა ჩაშალა ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკების პროცესი, როცა დააპატიმრა ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი და ამით ნათელი გახადა, რომ დიალოგი არ აინტერესებს.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს - რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას გავლენა აქვს გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ძლიერი და დემოკრატიული საქართველო იქნება მნიშვნელოვანი მაგალითი მსოფლიოსთვის. მისი მარცხი კი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას ევროატლანტიკური წესრიგის წინააღმდეგ.

ჩვენი ურყევი მიზანია ქართული დემოკრატიის გაძლიერება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება დასავლეთის მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა.

მოგმართავთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დავიყოლიოთ კომპრომისზე - შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს საარჩევნო რეფორმა, რაც შეამცირებს დაძაბულობას და ჩააცხრობს პოლიტიკურ მღელვარებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდში“.

ამ დროისთვის პეტიციას 350-ზე ადამიანი უერთდება. ის თავდაპირველად 113 პირის ხელმოწერით გამოქვეყნდა, მათ შორის არიან დიპლომატები, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები.

  1. გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
  2. გიორგი ბადრიძე - უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი, GFSIS, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი
  3. გრიგოლ მგალობლიშვილი - NATO-ში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი თურქეთში
  4. მაკა ჩიჩუა - საქართველოს ყოფილი პირველი ლედი
  5. ბათუ ქუთელია - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ყოფილი ელჩი აშშ-ში
  6. ნონა წოწორია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  7. დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი
  8. თორნიკე გორდაძე - პროფესორი, პოლიტიკური სწავლებების ინსტიტუტი, პარიზი, ლილი, ბორდო
  9. ვატო ლეჟავა - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი.
  10. აკაკი ცომაია - საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი
  11. ალიკა კუპრავა - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი.
  12. გიგა ბედინეიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
  13. ნანა ალექსანდრია - ჭადრაკის გროსმაისტერი, ორგზის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი
  14. ანა ჟვანია - GFSIS-ის მკვლევარი თანამშრომელი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი
  15. გიორგი რუხაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი და ევროპული კვლევების დირექტორი
  16. თეონა აქუბარდია - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
  17. იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ-ის სოციოლოგიის და სოციალური სამუშაოს დეპარტამენტის უფროსი
  18. ეკა აკობია - საერთაშორისო ურთიერთოების ექსპერტი
  19. შოთა ღვინერია - საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში
  20. გიორგი თაბაგარი - თბილისი პრაიდის დირექტორი.
  21. ანასტასია ბენდუქიძე - ცოდნის ფონდის დირექტორი
  22. აჩიკო გულედანი - მუსიკოსი, Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი.
  23. თინათინ ხიდაშელი - “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
  24. დავით ჯანდიერი - დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ცენტრის დირექტორი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
  25. ლაშა ბუღაძე - მწერალი.
  26. ლევან ბოკერია - კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი
  27. ლევან რამიშვილი - „თავისუფლების ინსტიტუტის" თავმჯდომარე
  28. ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი
  29. ბექა მინდიაშვილი - ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი
  30. ნათია სამუშია - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის მოადგილე
  31. ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი
  32. თამარა ჩერგოლეიშვილი - „ტაბულას" დამფუძნებელი.
  33. პაატა შამუგია - პოეტი.
  34. გიორგი თარგამაძე - „TV ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე.
  35. ნუცა ბათიაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი
  36. ანინა ტეფნაძე - On.ge-ს დირექტორი
  37. არჩილ მარშანია - მედიცინის დოქტორი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი
  38. ბადრი გელიტაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  39. გიორგი ისაკაძე - BMG-ის მმართველი პარტნიორი
  40. თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი
  41. თამარ ცოფურაშვილი - ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი
  42. ბექა კობახიძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  43. ანა თავაძე - ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი
  44. ლევან ღამბაშიძე - მასწავლებელი
  45. ზურაბ კაჭკაჭიშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი ინდოეთში
  46. ბეჟან ჯავახია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  47. დავით პაიჭაძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  48. ზურაბ გუმბარიძე - TV ფორმულას გენერალური დირექტორი
  49. დავით ხიდაშელი - არტისტი
  50. ზურაბ დავითაშვილი - თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი
  51. დავით ხვადაგიანი - ისტორიკოსი
  52. გიორგი ჯანელიძე - სცენარისტი
  53. სალომე უგულავა - „ტაბულას" მთავარი რედაქტორი.
  54. დავით ზურაბიშვილი - მწერალი და პუბლიცისტი
  55. ნინო ჯანგირაშვილი - „TV კავკასიის" მფლობელი და დირექტორი.
  56. ნინი გოგიბერიძე - იურისტი
  57. გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე.
  58. დავით ზედელაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი.
  59. დიმიტრი ლიპარტელიანი - მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ჟურნალისტი.
  60. ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.
  61. ბახვა ბრეგვაძე - მსახიობი, ტელეწამყვანი.
  62. შალვა ძებისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი
  63. ირაკლი ტაბლიაშვილი - ორგანიზაციის - "ხმა საქართველოდან" დამფუძნებელი
  64. ელენ ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.
  65. ედუარდ მარიკაშვილი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი.
  66. გაიოზ ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი, GSAC
  67. გიორგი მაისურაძე - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
  68. თორნიკე შარაშენიძე - ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი
  69. თენგო ფხალაძე - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი
  70. გიორგი მელაძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  71. ზაალ ანდრონიკაშვილი - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
  72. გიორგი მუმლაძე - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი
  73. გიორგი ნონიაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი
  74. გიორგი ტაბლიაშვილი - არტისტი.
  75. სალომე ხვადაგიანი - თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი.
  76. ნინო მაჭარაშვილი - „ტაბულას" რედაქტორი
  77. გელა ვასაძე - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის რეგიონალური კვლევების პროგრამის დირექტორი, მოძრაობები „გხედავ” და „სირცხვილია”.
  78. იოსებ ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი
  79. ირაკლი ხვადაგიანი - ისტორიკოსი
  80. ლევან სუთიძე - „ტაბულას" ჟურნალისტი
  81. ვატო წერეთელი - „TV პირველის" მფლობელი
  82. ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი
  83. ივანე წერეთელი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
  84. ჯაბა დევდარიანი - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის საკითხებში დამოუკიდებელი კონსულტანტი
  85. სოფო გელავა - საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი
  86. ჯაბა ზარქუა - ლექტორი, გასტროენტეროლოგი
  87. ჯული გიორგაძე - პოლიტიკის კომუნიკაციების ექსპერტი
  88. კატო კოპალეიშვილი - „თავისუფლების ინსტიტუტი"
  89. თეო ხატიაშვილი - კინოკრიტიკოსი
  90. მიშა მშვილდაძე - „TV ფორმულას" ყოველდღიური შოუს წამყვანი
  91. ქეთევან ხაჩიძე - „ორბელიანი საქართველოს” დირექტორი
  92. მირიან ხუხუნაიშვილი - დირიჟორი
  93. ვლადიმერ აფხაზავა - ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი, მასწავლებელი
  94. ქეთევან მსხილაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
  95. ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტიკური ანალიტიკოსი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
  96. ლანა ლაგვილავა - იურისტი, მწერალი
  97. ლევან სიხარულიძე - „თავისუფლების ინსტიტუტი"
  98. ლია ლიქოკელი - მწერალი
  99. ზაზა აბაშიძე - „ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელი
  100. რაულ აგიკიანი - იურისტი.
  101. პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი და გამგეობის წევრი
  102. რუსუდან კობახიძე - თბილისის მწვანე სკოლა
  103. მიშა მდინარაძე - კომპოზიტორი
  104. ნიკოლოზ ალექსიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სოციალური მეცნიერებების დეკანი.
  105. სერგო ჩიხლაძე - ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის მონაწილე 2013-14 წლებში
  106. თეონა ბექიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი
  107. გვანცა ჩაჩანიძე - „თავისუფლების ინსტიტუტი"
  108. თენგო თევზაძე - სამართლისა და თანასწორობის ცენტრი
  109. ვახო ჯაჯანიძე - კინორეჟისორი
  110. ზაალ ჩხეიძე - მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე
  111. ზაზა კოშკაძე - მწერალი
  112. ზვიად რატიანი - პოეტი, მწერალი
  113. ზვიად აძინბაია - არარეზიდენტი სამეცნიერო თანამშრომელი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა

მაიკ პომპეო: საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ვგმობთ

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

"ჩვენ საქართველოსთან ერთად ვგმობთ მისი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედება საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული".

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG