Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას უარყოფს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უარყოფს, რომ პარტიის თანადამფუძნებელთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის გამო, პარტიიდან მიდის.

„წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და ნაციონალურ მოძრაობაში ვრჩები“, - უთხრა მედიას ვაშაძემ დღეს, 10 თებერვალს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

ჟურნალისტების შეკითხვას, აქვს თუ არა კონფლიქტი სააკაშვილთან, ვაშაძემ უპასუხა: „ყველა სისულელეს რატო უსმენთ? რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს ფეისბუქში, აი, ამ სისულელეს... როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე... თეორიულ იმაზე გელაპარაკებით“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განზრახვას, 1 მარტს თბილისში პირადი შტაბი გახსნას, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღევანდელი კორუმპირებული ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG