Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი COVID-19-ის ახალი შემთხვევების შემცირებას იტყობინება


ჩინეთმა გაავრცელა ცნობა, რომ COVID-19-ის, ახალი კორონავირუსის, ყველა დადასტურებული ახალი შემთხვევა დაავადების ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში, მოდის იმ პირებზე, რომლებიც უცხოეთში იყვნენ, მათ შორის ბევრი ირანიდანაა დაბრუნებული.

ჩინეთის ხელისუფლების თანახმად, 7 მარტს ჩინეთში 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ეს 20 იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წინა დღით ეს რიცხვი 143-ს უდრიდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის თანახმად, ჰუბეის პროვინციის გარეთ 25 დადასტურებული შემთხვევა იყო 6 მარტს და მათგან 24, ჩინეთში უცხოეთიდან ჩავიდა.

დედაქალაქ ჩინეთში, ოთხი ახალი შემთხვევა აღრიცხეს. მათგან სამი, იტალიიდან ჩავიდა.

უკვე მეორე დღეა, COVID-19-ით დაავადებული არც ერთი პირი არ აღურიცხავთ ჰუბეის პროვინციაში, დედაქალაქ უჰანის გარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG