Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინში გადავიდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე


„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეარხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადავიდა. როგორც ნოდარ მელაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, ვაჩიბერაძეს კომუნიკაცია ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების იმ წარმომადგენელთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავორუსი.

„ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე, რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა).

გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში“, - წერს ნოდარ მელაძე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს თანახმად, იური ნოზაძეს COVID-19 განმეორებითი ანალიზის დროს დაუდასტურდა.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დასნებოვნდა 23 ადამიანი.

XS
SM
MD
LG