Accessibility links

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა


შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო "საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა მოხდა", რაც, სპეციალისტების განმარტებით, არასწორია.

საქართველოში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა.

საქართველოში სულ დასტურდება კორონავირუსის 30 შემთხვევა. აქედან 12 ადამიანი იტალიაში მოგზაურობდა, 10-ს კონტაქტი ჰქონდა პირველ 12-თან. 14 მარტს გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი კი უკვე ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევაა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

"არის მსუბუქი სიმპტომები და მათი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაიკარგა თუ არა კორონავირუსის გავრცელების კვალი, გამყრელიძე პასუხობს, რომ კვალი არ დაკარგულა.

"სიტუაცია სრულად კონტროლირებადია ქვეყანაში. ყველა შემთხვევის დროული დიაგნოსტიკა მიდის", - ამბობს გამყრელიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG