Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელება ორჯერ ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა და ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ამის შესახებ მედიას აცნობა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ: "გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ, დღეს დატოვებს. კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება".

კლინიკიდან გაწერის შემდეგ, პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იქნება.

საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელსაც ახალი სახეობის კორონავირუსი ლაბორატორიულად 26 თებერვალს დაუდასტურდა, ირანში იმყოფებოდა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მეორე პაციენტს, რომლის პირველმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, დღეს მეორედ გამოიკვლევენ. პასუხი საღამოს გახდება ცნობილი.

„ვიმედოვნებთ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმშია 637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG