Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი


73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი.

გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილი, სამოქალაქო ომი თბილისში, აფხაზეთისა და ყარაბაღის ომები და სხვა.

გიორგი ცაგარელი 1947 წელს დაიბადა თბილისში. უკანასკნელ დროს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

XS
SM
MD
LG